saqarTvelos uReltexilebi - gudauTis uReltexili

კოორდინატები 43°17`44` ჩ. გ. 40°48`23` ა. გ.
ტერიტორიული ერთეული გუდაუთის მუნიციპალიტეტი
სიმაღლე 1565 მ
ქედი ბზიფის ქედი

 

უღელტეხილი საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში, გუდაუთის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს ბზიფის ქედზე, მდინარეების მწარის (ააფსთის მარცხენა შენაკადი) და რეშევიეს (ბზიფის მარცხენა შენაკადი) სათავეებში. სიმაღლე ზღვის დონიდან 1565 მ. მიდამოები შემოსილია წიფლნარით და წიფლნარ- მუქწიწვოვნებით. გუდაუთის უღელტეხილი ააფსთის აუზს (შავიზღვისპირეთი) საცალფეხო ბილიკით აკავშირებს ბზიფის ხეობასთან (სოფლები: რეშევიე, სერებრიანოე - ყოფილი ვერცხლოვანი).